ორად გაყოფილი სინოდი - ოპოზიცია "კარტოგრაფების საქმეზე" სასულიერო პირების განცხადებებს ეხმაურება 

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია მაღალი სასულიერო იერარქების ნაწილის მხრიდან, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებისთვის ბოდიშის მოხდას მიესალმება.

ეს არის სამარცხვინო შავი ლაქა“- ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმის უკან რუსულ კვალს და კრემლის ინტერესებს ხედავს:

"სასულიერო პირები ხმამაღლა და შეშფოთებულები საუბრობენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ სწორედ ეს არის, დღეს, რუსეთის ამოცანა" - ამბობს სამადაშვილი

რუსეთი, ჯაღმაიძეებისა და შალვა კეკელიძეების ხელით, გვართმევს ჩვენს ეკლესიას- რუსულ კვალზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავაც.

მისი თქმით, ამ კონკრეტული საქმიდანაც ჩანს, რაზეა წამსვლელი ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ძალაუფლებისთვის:

"წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია,წამსვლელია იმაზეც, რომ ეკლესია ჩააბაროს რუსეთს, წამსვლელია იმაზე, რომ გააფუჭოს საშვილიშვილოდ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ ქვეყანა აზერბაიჯანთან" - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე მელქისედეკმა დაკავებულ მეცნიერებს გუშინ, 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობაზე  ბოდიში მოუხადა, მეუფე ვახტანგმა კი თქვა, რომ დაკავებული მეცნიერები ქვეყანას ემსახურებოდნენ 

რაც შეეხება სასულიერო პირების მეორე ნაწილს,მაგალითად მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია დაიძაბება თუ არა ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რადგან "რუსეთის მსგავსად, ისიც ოკუპანტია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი