სააპელაციოს უარის შემდეგ ყველა გზა სტრასბურგისკენ მიდის - კარტოგრაფთა საქმე

გამოქვეყნდა:

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ორკესტრირებულად მოქმედებენ: დღეს სასამართლოს ზედა დონის ინსტანციამ - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის, ანუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კარტოგრაფების - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმეზე, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებდა, ის, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, სააპელაციოს მიერ მელაშვილის გათავისუფლებაზე შუამდგომლობას გაასაჩივრებდა და სტრასბურგამდეც მივიდოდა.

ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ის მოსამართლე სააპელაციოში, პაატა სილაგაძე, ვინც შუამდგომლობა დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა, ცნობილია ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით. 

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეს სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი