ნატალია ილიჩოვას ადვოკატი საქმეში არსებულ ახალ მასალებს პროკურატურაში ეცნობა

გამოქვეყნდა:

"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი საქმეში არსებულ ახალ მასალებს პროკურატურაში ეცნობა.

"ეს კონკრეტული რუკა ხელმისაწვდომი იყო 1996 წლიდან კომისიის ნებისმიერი წევრისთვის. როდესაც კომისიის წევრები იცვლებოდენ, ყოველთვის ხდებოდა მათთვის პატარა, მოკლე აღწერილობის გაკეთება, თუ რა დოკუმენტებით ხელმძღვანელობდნენ. მათ შორის, არსებობდა ყოველთვის მოსაზრება 1:200 000-იან რუკასთან დაკავშირებით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განმარტავდა, რატომ არ არის მიზანშეწონილი ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში", - თქვა გიორგი მახარაძემ პროკურატურაში შესვლამდე.

"კარტოგრაფების საქმე" ევროსასამართლოში გადაინაცვლებს - ადვოკატებმა მასალების შეგროვება უკვე დაიწყეს. მათი შეფასებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალი აბსურდულია, რადგან თუ ბრალდების მხარე მეცნიერებს რუკების დამალვას ედავება, ადვოკატების მტკიცებით, ეს რუკები 1996 წლიდან ყველასთვის ცნობილია. 

"მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა სახელების შემოტანა ამ საქმეში, თანაც მაშინ, როცა არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს მათი ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩვასთან ბმის, ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების და ბრალდების მხარის მიზანი პოლიტიკურია", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი