სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორდუბადის რეგიონს სარაკეტო სისტემით შეუტიეს. მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, Twitter-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ფუზულის, ჯებრაილის და ხოჯავანდის რაიონის სულ 6 სოფელი დაიკავეს:

"აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ოკუპაციისგან ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯებრაილის რაიონის სოფელი დოშულუ და ხოჯავანდის რაიონის სოფლები: ედიშა, დუდუხჭუ, ედილი და ჩირაგუზი გაათავისუფლეს. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია", - წერს ილჰამ ალიევი.

სომხეთში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი, არტაკ ბეგლარიანი იტყობინება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"გასულ ღამეს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონზე სარაკეტო შეტევები გააძლიერა. სოფელ კარმირ შუკაში მათ რაკეტა Smerch გამოიყენეს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა", - წერს არტაკ ბეგლარიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი