
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილუსის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მისი პოზიცია საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და დამოუკიდებელია.
"ანდრიუს კუბილიუსი ნაციონალური მოძრაობის ისეთივე მხარდამჭერი და პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა. ანდრიუს კუბილიუსის პოზიცია გასაკვირი არ არის. უბრალოდ, მისი ირონია და დამოკიდებულება გარეჯთან დაკავშირებით გამაღიზიანებელი და საზოგადეობისთვის შეურაცხმყოიფელია",- თქვა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი კარტოგრაფების საქმეზე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიოჩოვას დაკავებას გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ ორი კარტოგრაფის დაკავებით, საქართველოს ხელისუფლებას რეალური პრობლემებიდან, მოსახლეობის ყურადღების გადატან სურს.
"სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან, როგორებიცაა სუსტი რეაგირება პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა, ყურადღება გადაიტანოს", - წერს ანდრიუს კუბილიუსი.
ამ განცხადების შემდგომ, პარლმენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ "ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა - 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს, აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.