ყირგიზეთის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პრემიერი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთის პარლამენტმა ნაციონალისტი პოლიტიკოსი, სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცა. პოლიტიკოსმა პენიტენციური დაწესებულება წინა კვირას დატოვა, სადაც იგი სასჯელს, გატაცების მუხლით, იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პროტესტის შედეგად ქვეყნის წინა პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, თანამდებობა გუშინ, 15 ოქტომბერს, დატოვა.

ცნობისთვის, აქციები ქვეყანაში 5 ოქტომბერს დაიწყო და მასში 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტის პირველსავე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილები ხელყუმბარების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის პასუხი ადგილობრივების პროტესტზე ძალადობრივი იყო, ყირგიზეთის მოსახლეობის ძალისმხევა მალევე შედეგიანი აღმოჩნდა - 6 ოქტომბერს ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. გუშინ, 15 ოქტომბერს კი ყირგიზელების მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი