აზერბაიჯანის განცხადებით, სომხეთის მხრიდან დაბომბვის გამო განჯაში 12 მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ შაბათს სომხეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ორი ჭურვი მოხვდა ქალაქ განჯაში საცხოვრებელ კორპუსებს.

სომხეთის მხრიდან ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

გუშინ, 16 ოქტომბერს ორივე სახელმწიფომ განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორდუბადის რეგიონს სარაკეტო სისტემით შეუტიეს. მათივე განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი