კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ მისი მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ხელმეორედ გამოკითხა. ხიდაშელმა ამ კონკრეტულ თემაზე განმარტების გაკეთება არ ისურვა, თუმცა დაადასტურდა, რომ საგამოძიებო უწყებაში დღეს, 17 ოქტომბერს იმყოფებოდა. 

ბატონი ხიდაშელის ერთი ჩვენება დევს იმ მასალებში, რომელიც მე მაქვს და მიმაჩნია, რომ ამ ჩვენებებს არანაირი კავშირი, უფრო სწორედ, ხელშესახები კავშირი ივერი მელაშვილის ბრალდებასთან არ აქვს. ამ საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტი და ეს კონტექსტი გამოიხატება არა მხოლოდ ფიგურანტების სხვადასხვა დეტალებში, მათ შორის იმაშიც, თუ ვინ ახორციელებეს მართლმსაჯულებას, - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარეკიშვილმა.

ადვოკატის თქმით, თუ საზოგადოება გაიხსენებს საქმის მოსამართლე პაატა სილაგაძის ბიოგრაფიას და გადახედავს განხილულ საქმეებს, აღმოაჩენს, რომ დიდი ხანია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კითხვის ნიშნები არსებობს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" თქმით კარტოგრაფების საქმის მოსამართლე, პაატა სილაგაძე სასამართლოს კლანის წევრი, ხოლო მისი ძმა, ლაშა სილაგაძე კი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენია, რომელსაც პარტიისთვის 210 ათას ლარზე მეტი აქვს შეწირული.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავესწინასწარი პატიმრობა კი 8 ოქტომბერს შეუფარდეს. 2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი