რეგულაციების ხშირი ცვლა საჭირო არ არის - ექსპერტები კოვიდეპიდემიაზე

გამოქვეყნდა:

სპეციალისტები ბოლომდე ვერ თანხმდებიან, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, უნდა შეიცვალოს თუ არა ვირუსის მართვის პროტოკოლი. ნაწილი ფიქრობს, რომ პროტოკოლის ხშირი ცვლა საჭირო არ არის და საქართველოში არსებული პროტოკოლის აღსრულებაში პრობლემა უფროა, ნაწილი კი თვლის, რომ პრობლემა არსებულ პროტოკოლშია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირქტორი "მთავართან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა იმისათან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პროტოკოლის ცვლილება. რატიანი ადასტრურებს იმას, რომ მას კონკრეტული გადაწყვეტილებები ცვილებათან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში კონკრეტული ცვლილებები, როგორც პაციენტების მიღებისა და მკურნალობის პროტოკოლში შევა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 397 ინფიცირებული, დედაქალაქიდანაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი