აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება დღეიდან, 18 ოქტომბრიდან მოქმედებს.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ განცხადებებში წერია, რომ ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში.

გადაწყვეტილება აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით ხდება.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 9 ოქტომბერსაც მიიღეს, თუმცა შეთანხმება რამდენიმე საათში დაირღვა. მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა. ორივე მხარე შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას დაღუპულებს შორის სამხედროების გარდა, არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი