ლევან ახობაძე, კობა კობიძე, ბექა მამარდაშვილი - ენმ-ს ოფისების უკანონო მოსმენაზე პასუხისმგებელი პირები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ იმ სამი პიროვნების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მისი ინფორმაციით, "ნაცინალური მოძრაობის" შტაბებში უკანონო შეღწევებზე და იქ მოსასმენი აპარატურის დამოტაჟებაზე არიან პასუხისმგებლები. ამ თემაზე მან გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

"ნაცინალური მოძრაობის შტაბებში უკანონო შეღწევისა და იქ მოსასმენი აპარატურის დაყენების ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირები არიან: ლევან სულიკოს ძე ახობაძე, 1978 წელს დაბადებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, ანუ სუდ-ის უფროსი. კობა რევაზის ძე კობიძე, დაბადებული 1969 წელს სუსის ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს, ე.წ. ოტოს უფროსი, ბექა ჯაბოს ძე მამარდაშვილი, უშუალო შემსრულებელი, დაბადებული 1987 წელს, ოტოს უფროსის მოადგილე, ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კადრია, რომელსაც გარკევული კავშირები აქვს რუსულ სპეცსამსახურებათან და პასუხისმგებელია მოსმენებზე, - თქვა ნიკა გვარამიამ. 

გავრამიამ მაჟორიტარობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს უთხრა, რომ იმედია ამ ინფორმაცია მათ რეაგირება ექნებათ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ოქტომბერს, ენმ-ძალა ერთობაშიას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მის საარჩევნო შტაბში, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გვიან ღამით, მაშინ როცა მისი შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ, მის კაბინეტში ხმაური გაიგეს, თუმცა იქ აღარავინ დახვდათ. დეკანოიძე ამბობს, რომ ოთახში სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ, სკამებზე შეინიშნება ნაფეხურები. 

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, საპატრულო პოლიცია მომხდარისთანავე გამოიძახეს, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მოსასმენი აპარატურის კვალი ვერც მათ და ვერც კინოლოგებმა აღმოაჩინეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი