საერთაშორისო საზოგადოებამ ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს - ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიებლობა აღიაროს. ამ თემაზე მან ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

სამხედრო მოქმედებების დასრულების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის არცახის [ ყარაბაღის] საერთაშორისო პრინციპების მიხედვით აღიარება, სხვა გზა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხები ეთნიკური აფეთქებების მსხვერპლი იქნებიან აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს კი იმიტომ ხდება, რომ სომხეთი ბოლო დაბრკოლებაა თურქეთისთვის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, - თქვა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მორიგი გადაწყვეტილება ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით 18 ოქტომბერს მიიღეს.

შეთანხმება რამდენიმე საათში დაირღვა - მხარეები დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. შეტაკებებისას დაღუპულებს შორის, სამხედროების გარდა, არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი