სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

სომხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ ღამის განმავლობაში 2-ჯერ გახსნა ცეცხლი და გამოიყენა არტილერია. ეს მაშინ, როცა, თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ შეთანხმების შემდეგ სომხეთმა იერიში მიიტანა ჯებრაილის რაიონისა და არაზის მდინარის ნაპირას მდებარე გათავისუფლებულ სოფლებზე. 

ცნობისთვის, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 9 ოქტომბერსაც მიიღეს, თუმცა შეთანხმება რამდენიმე საათში დაირღვა. როგორც ახლა, მაშინაც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. შეტაკებებისას დაღუპულებს შორის, სამხედროების გარდა, არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი