ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგზე, გუშინ კახა ოქრიაშვილის შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თქვა, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციისგან მომდინარეობს. 

"გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი, თავდასხმა იყო  "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამ უმსგავსობას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი უმსგავსობა, სამწუხაროდ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვგმობთ." - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, აუცილებელია, სამართალდამცავების მხრიდან იყოს რეაქცია ასეთ შემთხვევებზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს სამართალდარღვევა. ირაკლი კობახიძეს ასევე მოუწოდა ენმ-სა და ოქრიაშვილის შტაბის წარმოამდგენლებს, "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან"

"ისინი ცდილობენ გააფუჭონ საარჩევნო გარემო, ხედავენ რომ აგებენ არჩევნებს, მათ შორის კახა ოქრიაშვილი, ხედავს, რომ  აგებს არჩევნებს. მას თავი მოჰქონდა იმით, რომ იყო მუდმივი მაჟორიტარი", - თქვა კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. 

დღსვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ოცნება" დამაჯერებლად იგებს საპარალამენტო არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი