ოპოზიცია ბოლნისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმაურება. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას მშვიდი არჩევნების ჩატარება არ აწყობს და არც აინტერესებს. 

მათივე თქმით, ძალადობრივი ფაქტები რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს და არჩევნების ლეგიტიმაციას. ენმ- ძალა ერთობაშიას წევრები ამბობენ, რომ თავდამსხმელები უკვე იდენტიფიცირებულები არიან და პროკურატურამ ისინი დაუყოვნებლივ უნდა დააკავოს: 

თავდამსხმელები არიან იდენტიფიცირებული. მივმრთავთ პროკურატურას, დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და დააკავოს ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. სახელები და გვარები ცნობილია და ესენი არიან გოგი მეშველიანის შტაბის წევრები - ამბობს თამარ კორძაია.

​"ევროპული საქართველოს" წევრისა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რო ხელისუფლებას ადამიანებისთვის ძალადობის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი აქვს და ამიტომაც მიიღო სისტემატიური ხასიათი ოპოზიციაზე თავდასხმებმა.

ფრაზამ, გამოძიება დაადგენს, დაკარგა შინაარსი- ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი და გამოძიების იმედი არ აქვს. 

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს ბოლნისში გუშინ, 19 ოქტომბერს დაესხნენ. ლევან მიქელაძის მანქანას გადაადგილების დროს, 6-ჯერ ესროლეს.

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მიქელაძემ თავდამსხმელების ვინაობაც დაასახელა, თუმცა პოლიციას არ გამოუკითხავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი