"საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ლოგიკა კარტოგრაფების საქმეში გაურკვეველია. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის აქცენტებში" ისუაბრა და პოზიცია შემდეგნაირად განმარტა:
"თუკი ვამბობთ, რომ რუკები საქართველოში არ არსებობდა, მაშინ რა უნდა გამოეყენებინათ მელაშვილს და ილიჩოვას, ხოლო თუკი რუკები საქართველოში არსებობდა სპეცოპერაციას რაღატომ ვატარებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
მან მაყურებელს აჩვენა 2017 წელს გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორებიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. წერილში იმ რუკებზეა საუბარი, რომელზეც დავა მიმდინარეობს.
მშვენიერაძე ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი როლშია შესული და ამობს, რომ რუკების მოსაპოვებლად სპეცოპერაციებს ატარებს, სინამდვილეში კი ეს რუკები მანამდეც ხელმისაწვდომი იყო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.