კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად ძალიან დიდი პროფესიონალია და მას ციხეში გაგზავნილი წერილები ძალიან ახარებს. ამ თემაზე მახარაძემ გადაცემა "ღამის აქცენტებში" ისაუბრა.

პროფესიონალიზმი ისეთი რამეა, როდესაც ნებისმიერი ადამიანი გრძნობს, რომ სხვა პროფესიისაც რომ იყოს, ეტყობა, რომ ძალიან მაგარი პროფესიონალია თავის საქმის, რომელსაც ასევე სხვა ადამიანებიც ადასტურებენ, მათ შორის ამ საქმეშიც. არის ძალიან მოწესრიგებული, ძალიან გულდაწყვეტილი და გულნატკენი ახლა, თუმცა აქვს საბრძოლო განწყობა, ძალიან ახარებს ის წერილები, რომლებიც დაწესებულებაში მისდის", - თქვა გიორგი მახარაძემ.

ადვოკატმა გაიხსენა ნატალია ილიჩოვასთან პირველი შეხვედრა, როდესაც მან უთხრა, რომ პროკურატურაში მოერედ დაბარების შემდეგ ის და ივერი მელაშვილის ფიქრობდნენ, რომ მათთვის ბოდიში უნდა მოეხადათ და მალევე წამოვიდოდნენ.

ადვოკატის თქმით, ილიჩოვას საქართველოში ნათესავი საერთოდ არ ჰყავს, მისი შვილი კი წლებია ამერიკაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი