უმთავრესი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული დამნაშავე - პრემიერი ზუგდიდის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე, თქვა რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში დააკავონ დამნაშავე. გიორგი გახარიას თქმით, შსს იქამდე განაგრძობს მუშაობას, სანამ ეს შედეგი არ მიიღწევა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ სისტემას, სრულად აქვს - უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ , უმოკლეს ვადებში, იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც, დღეს ოპერატიული სამძებრო მომქმედებები მიმდინარეობს“, - თქვა გიორგი გახარიან.

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი.

დღის განმავლობაში, თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალიც გაათავისუფლა. 

იქამდე კი, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, მან 500.000 დოლარი, მანაქნა ან ვერტმფრენი და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა მოითხოვა. გამტაცებელმა თანხა მიიღო - და ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება ის, გადაკვეთა თუ არა საზღვარი. უცნობია ისიც, საიდან მომდინარეობს თანხა, რომელიც მან მიიღო. 

გვიან ღამდემდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მძევლად აყვანილი ადამიანებიც. 

დღეს კი, სპეციალისტების შეფასებით, თავდამსხმელი, რომელიც ასევე შეიარაღებული შეიჭრა ბანკში, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და იცოდა ის, რასაც აკეთებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი