ხელისუფლებამ მედიის მიმართ რიტორიკა შეცვალა - გამონაკლისი ირაკლი კობახიძეა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის თავდასხმიდან მეორე დღეს ხელისუფლებამ მედიის მიმართ რიტორიკა შეცვალა და დღის ბოლოს ჟურნალისტებს, რომლებსაც გუშინ, ლამის, ტერორისტებთან კავშირი დააბრალა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

შს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან განსხვავებით, საკუთარ სტილს არ უღალატა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გუშინ მედიას პირდაპირ ემუქრებოდა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა პირველი ჩვენება არ შეცვალა და ჟურნალისტები, რომლებიც იძიებდნენ და აშუქებდნენ ზუგდიდის ცენტრში მომხდარ ბოლო დროის უპრეცედენტო თავდასხმას, კვლავ მწვავედ გააკრიტიკა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინვე სიგნალის გათიშვით დაიმუქრა კახა საბანაძე. გომელაურის უწყების გაღიზიანება "მთავარი არხის" ეთერში, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებამ გამოიწვია.

ეს ყელაფერი იმის მიუხედავად, რომ ნიკა გვარამიამ, "მთავარი არხის" გენდირექტორმა, ჯერ განცხადება გააკეთა, როგორ და რა ფორმით დაუკავშირდნენ "მთავარ არხს" ბანკიდან თავდამსხმელი და მძევალი, ხოლო შემდგომ, საბანაძის პასუხად, ცალკე მიმართა შსს-ს ასევე საჯარო სტატუსით და დაწერა : 

"როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? ". 

ამ ყველაფრის მიღმა კი, უკვე დღეს გაირკვა, რომ არა მხოლოდ საჯარო მიმართვით, ნიკა გვარამია ასევე დაუკავშირდა 112-ს და შემდგომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირ - ნინო გიორგობიანსაც. 

 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი