ოპოზიცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში ათობით კრიმინალური შემთხვევის ფონზე, საქართველოში რთულ კრიმინოგენულ ვითარებასა და საქმეების ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ახლანდელი რეჟიმის პოლიტიკა მოიცავს კრიმინალთან ურთიერთობას, მასთან შერწყმასა და აღნიშნული ძალების გამოყენებას ხელისუფლების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, "ოცნება" ვეღარ იძიებს საქმეებს ობიექტურად", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე.
ამასთან, "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა, ფიქრობს, სისტემა ახალისებს დამნაშვეებს, რადგან ისინი ხედავენ, რომ კანონდამრღვევები საკუთარ საწადელს აღწევენ.
"ბოლო 3 დღის მოვლენები ამ ყველაფრის გამოვლინებაა. ფაქტი არის ერთი - ჩვენ კრიმინალში ვიძირებით და "ოცნება" კრიმინალთან ბრძოლას თავს ვერ გაართმევს", - ამბობს უგულავა.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, კი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ "ოცნება" ე.წ.კრიმინალურ სამყაროს იყენებს ხმების მოსაპოვებლად და ამის სანაცვლოდ დამნაშავეები იღებენ ხელშეუხებლობის გარანტიას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში:
ზემოთ ჩამოთვლილი კრიმინალური შემთხვევების სია არასრულია, თუმცა მოწმობს ამ მხრივ საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას.