
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ყველა მოქალაქე, საჭირო სამედიცინო სერვისით შეფერხებების გარეშე სარგებლობს.
"დღეს გვაქვს 1872 შემთხვევა აქიდან საყურადღებიო ისევ სამი ქალაქი - აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში 913, იმერეთში 337.
შეფერხებები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით არ არის. საქართველოში მაღალია ჰოსპიტალიზაციის წილი და აქიდან გმაომდინარე, ჩვენი ყველა მოქალაქე იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურეობას, რომელიც მას ამ მომენტისთვის ესაჭიროება. ჰოსპიტალიზირებული ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრებში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მინისტრისვე თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა იმაზე მეტი რაოდენობაა გადაყვანილი საავადმყოფოებში, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტით არის დადგენილი.
"საერთო ჯამში ინფიცირებულთა 30%-ზე მეტი დაექვემდებარა ჰოსპიტალიზაციას, საერთაშორისო სტანდარტით კი ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 15-დან 20 %-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კომპონენტშიც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას, და ყველას მიეწოდება ის საჭირო-სამედიცინო დახმარება, რომელიც კოვიდის ფარგლებში მისთვის არის განსაზღვრული პროტოკოლით." - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
აღსანიშნავია, რომ დღესვე მინისტრმა თქვა, რომ ამბის ატეხვა საჭირო არაა და ეს თქვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 59 წლის კრიტიკული პაციენტისთვის ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერ მოძებნა, რის გამოც მამაკაცს სისხლდენა დაეწყო და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალიზირებული ბოლო 24 საათის განმავლობაში ბინიდან იყო 194 ადამიანი, ცხელების ცენტრებში გადაყვანილი იყო 278 ადამიანი, ცხელების ცენტრიდან დადასტურებული კორონავირუსით კი კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს 32 ადამიანი.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორნავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეგიოენბის მიხედვით:
ამ დროისთვის კი, 1872 დადასტურებული შემთხვევიდან 913 თბილისიდანაა. ჯამში კორონავირუსის აქტიური 18692 შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი, გარდაიცვალა 14.
მინისტრის დღევანდელი განცხადების მიუხედავად ჩვენ შეგახსენებთ:
კორონავირუსით ინფიცირებული ქალი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ყვება, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის კლინიკაში მისაღებად, საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ფატი შელიას ამბობს, რომ ექიმები მის გადასარჩენად სასუნთქი აპარატის მოხსნას სხვა მძიმე პაციენტისთვის აპირებდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ინფექციონისტი ვახტანგ კალოიანი საუბრობდა აჭარაში პაციენტების სამკურნალოდ საწოლების ნაკლებობაზე - "ხელისუფლებამ საწოლების საჭირო რაოდენობის მოსაძიებლად არაფერი გააკეთა. ქუჩა-ქუჩა გვიწევს სირბილი, რომ ინფიცირებული სამკურნალოდ კლინიკაში მოვახვედროთ" - ამბობდა ის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი, კორონავირსზე საუბრისას, ამბობდა, რომ მისი ინფორმაციით, მაქსიმუმ 250-300 სასუნთქი აპარატია ქვეყანაში. მისივე თქმით არ არის პრეპარატებიც.
ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ზაფხულში უკვე დაკარგა დრო და არ მოემზადა მეორე ტალღისთვის.