გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს! - სამოქალაქო აქტივისტები დღეს აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს! -  ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს, 30 ოქტომბერს, აქციას გამართვენ. აქციის  ორგანიზატორები 
პრეზიდენტს "მთავარი არხის'' ერთ-ერთი დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ 20 ათას ხელმოწერასაც გადასცემენ. აქტივისტების თქმით,ეს 20 ათასი ხელმოწერა, რიგითი მოქალაქეების აზრს გამოხატავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული.

"კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიც  იყო, სალომე ზურაბიშვილისთვის მოგვეთხოვა გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური ტყვეობიდან, შეგროვდა 20 ათასი ხელმოწერს. ამით გამოიხატა, რომ ქართველი ერის არის გაერთიანებული საზოგადოება, იმ საკითხის გარშემო, რომ გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და რომ მისი გათავისუფლება საჭიროა, იმისთის, რომ  ქვეყანაში  ერთხელ და სამუდამოდ დასრულეს პოლიტიკური დევნა. სასამართლოს მეშვეობით, პოლიტიკური  რეპრესიები დასრულდეს და პოლიტიკური პოლარიზების ხარისხიც შემცირდეს ქვეყანაში,"-ამბობს,სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშილი.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.

რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი