ხელმოწერების შეგროვება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით იწყება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.  აქტვივისტების მოთხოვნას ოპოზიციური პარტიები და საერთშორისო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან. ისინი ამ წუთებში, ამ მოთხოვნით თბილისის პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგს ატარებენ. 

აქტივისტები ამბობენ, რო "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, პატიმრობაში ერთადერთი მიზეზით დატოვა, რომ ის ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და კრიტიკული მედიის მხარდაჭერია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამგადაწყვეტილებას არ იღებდა.

2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.

საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი