როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდად, ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც - გახარია 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მმართველი გუნდის მიზანია არჩევნები ისე "წყნარად, მშვიდად" წარიმართოს, როგორც წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა. 

"ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშნვლეოვანესი დღეა და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეგიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსპარენტული. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად ტრანსპარენტულ გარემოში ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც.. გარდა ამისა საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიან კავშირზე არიან უცხოელ დამკვირვებლებთან, რამეთუ მათ მუშაობაშიც შეფერხება არ შეიქმნას" - ამბობს გახარია.

პრემიერის აზრით "პანდემია გადაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას".

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

ცნობისთვის, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმისა ხშირი იყო. 28 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენეს.  11 ოქტომბერს ქვები დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის ოფისს. ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს.

27 სექტემბერს გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, "ენმ"-ს ერთ ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

კახა ოქრიაშვილის ოფისსა უკვე ერაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის 14 ოქტომბერს გვიან ღამითაც. 

13 ოქტომბერს თავდასხმა იყო "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ოთო კახიძის შტაბზე.

12 ოქტომბერს სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას დაესხნენ თავს

ასევე, 27 სექტემბერს ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი