"ცესკომ" და ჯანდაცვის სამინისტრომ ხმის მიცემის უფლება წამართვეს - ფეისბუქ მომხმარებელი

გამოქვეყნდა:

ფეისბუქ მომხმარებელი, ზვიად ცეცხლაძე, სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ "ცესკომ" და ჯანდაცვის სამინისტრომ ხმის მიცემის უფლება წაართვეს. როგორც ცეცხლაძე ამბობს, გაფრთხილების მიუხედავად, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ სიათა რიცხვში არ შეიყვანეს.

"როგორ წამართვა ცესკომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ხმის მიცემის უფლება?!

26 ოქტომბერს, 112-ის ოჯახის ექიმის რეკომენდაციით გადავედი თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც დავრეკე ცესკოში, რათა დავრეგისტირებულიყავი არჩევნებში ხმის მისაცემად. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ძლივს გავედი და დამარეგისტრირეს (როგორც ოპერატორმა მითხრა).

27 ოქტომბერს დამიდგინდა კოვიდი და გადამიყვანეს კოვიდ-სასტუმროში, საიდანაც კვლავ დავურეკე ცესკოს და ვუთხარი, რომ თვითიზოლაციიდან გადავედი კარანტინში ახლა უკვე სხვა მისამართზე, ამიტომ პირდაპირ აქ მოეტანათ საარჩევნო ყუთი რაზეც მითხრეს რომ თავად სასტუმრო გადაუგზავნიდა ცესკოს პაციენტთა სიას.

30 ოქტომბერს ვრეკავ ცესკოში, მეთქი არ მომივიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საარჩევნო ყუთს მომიტანებენ კოვიდ-სასტუმროში, რაზეც მიპასუხეს რომ არ ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაგზავნილ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ სიათა რიცხვში.

თავად გამოიტანეთ დასკვნა, როგორი მაქინაციური გზებით ცდილობს მთავრობა არჩევნების მოგებას."

ცეცხლაძის მსგავსად, ქუთაისის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" წერს, რომ ის თვითიზოლაციაშია, რის გამოც გადასატანი ყუთის აღრიცხვაზე სურდა დარეგისტრირირება, სცადა უთხრეს, რომ დარეგისტრირებულია, თუმცა სიაში მაინც არ მოხვდა.

ცდის  მიუხედავად ამომრჩეველი ნანუკა მიქელაძეც არ დაარეგისტრირეს გადასატან ყუთზე და ეს მაშინ, როცა ორმა ადამიანმა, იზოლაციაში ყოფნის მიუხედავად  ხმა ჯერ საარჩევნო უბანზე მისცა, შემდეგ კი, მათ სახლში მიუტანეს გადასატანი ყუთები.

შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციასა და კოვიდ-სასტუმროში მყოფ ამომრჩევლებს შუადღის 26 ოქტომბრამდე ჰქონდათ რეგისტრაციის უფლება. შემდეგ კი, ოპოზიციის მოთხოვნით, დრომ 6 საათამდე გადაიწია, თუმცა როგორც ჩანს, სიაში ყველა მაინც ვერ მოხვდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი