მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ - ყუთს სახლში მომიტანენ. თურმე სად ვბანაობ? - ქუთაისის მერობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" წერს, რომ ის თვითიზოლაციაშია, რის გამოც გადასატანი ყუთის აღრიცხვაზე სურდა დარეგისტრირირება, სცადა უთხრეს, რომ დარეგისტრირებულია, თუმცა სიაში მაინც არ მოხვდა. 

"ცესკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ, 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცესკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა, საშველი დაადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ და ყუთს სახლში მომიტანენ. მეც დავიჯერე, თურმე სად ვბანაობ?

რამდენიმე წუთის წინ, კვლავ დავრეკე ცესკოს ცხელ ხაზზე, მაინც გადავამოწმებ, რა იცი რა ხდება და ბოდიში ბატონო, თქვენ სპეცსიაში არ ხართ. რა ბარდაკია, რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს, დღესვე!" - წერს ამირან ძოწენიძე.

შეგახსენებთ ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მცდელობის მიუხედავად ამომრჩეველი არ დაარეგისტრირეს გადასატან ყუთზე და ეს მაშინ, როცა ორმა ადამიანმა, იზოლაციაში ყოფნის მიუხედავად  ხმა ჯერ საარჩევნო უბანზე მისცა, შემდეგ კი, მათ სახლში მიუტანეს გადასატანი ყუთები.

არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულშიქუთაისში,ზუგდიდში, გურიაშივანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". 

საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.

დარღვევები ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.

დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი