მარნეულში მე-18 უბნიდან ოქმი გაქრა - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ივანვშვილმა ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა.
"სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს, მე-18 უბანზე გაიტაცეს ოქმი, სად გაქრა ოქმი - ამაზე პასუხი დღესაც არ აქვთ. ყველა უბანზე გამარჯვებული იყო ოპოზიცია, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" და "ცესკომ" დაწერა ის ციფრები, რაც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს" - ამბობს ახმედ იმამკულიევი, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მარნეულში გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირსიპირებების, ქურდული სამყაროს წევრების მხრიდან მუქარა/მოსყიდვის, ფულისა და ბენზინის ტალონების დარიგების ფაქტები.
დღის მეორე ნახევარში მარნეულში სპეცრაზმიც შეიყვანეს, რაც შსს–მ არჩევნების მშვიდად ჩატარების უზრუნველყოფით ახსნა.
ცნობისთვის, გაყალბების ბრალდებით თამარ ჟვანიას გუშინ 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული ბრიფინგი შეაწყვეტინეს.
შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული
სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნებამ" მიიღო.