ერთი ადამიანი ჯერ თბილისში აძლევს ხმას, მერე ქობულეთში, ცესკო კი ოქმებს ცვლის - თამარ კორძაია დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თამარ კორძაია ამბობს, რომ გაბათილებული ბიულეტენებიდან ყველა იყო ოპოზიციის მხარდამჭერების და გაბათილების მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში ისაა, რომ ბიულეტენზე რეგისტრატორის ხელმოწერა არ იყო.

კორძაიას თქმითვე, არ შეიძლება, ასე მასობრივად გავიწყდებოდეს ხელმოწერა და ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ გააყალბონ არჩევნები. 

გუშინდლმდე ჩვენც გვეგონა, რომ მათემატიკა იყო ზუსტი მეცნიერება და ახლა ღმოჩნდა, რომ სრულიად აბსტრაქციად იქცა ციფრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირების პირობებში. ერთი ოქმი მომყავს მაგალითად, ასეთი მონაცემია, სადაც, ბლოკს "ძალა ერთობაშია" მიღებული აქვს 235 ხმა ოქმის თანახმად, ხოლო ქართულ ოცნებას 280, მაგრამ გაბათილებულია 86 ბიულეტენი და ამ ბიულეტენებში ბლოკისთვის მიცემული ხმებია უმრავლესობა. რომ არ გაებათილებინათ, ამ უბანს იგებდა ძალა ერთობაშიას ბლოკი. ბათილობის საფუძველი იყო, ის რომ არცერთ ამ ბიულეტინზე არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა დასმული - ამ საქმეს არ მოვეშვებით, იმიტომ, რომ ასეთი უბანი არის ძალიან ბევრი - ყველაფერი რაც ხდება ბათილობასთან დაკავშირებით ეს არის განძრახი მოქმედება საჯარო მოხელეების მხრიდან, რომელსაც ზევიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმე სხვა ავალებს იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 3% ბიულეტენების, ანუ მოსული ამომრჩევლების რაოდენობიდან 3% იქნა ბათილად ცნობილი - თქვა თამარ კორძაიამ.

ამავე გადაცემაში თამარ კორძაიას არჩევნების დრო მომხდარი დარღვევების სხვა მაგალითებიც მოჰყავს:

მეათე ოლქის მეჩვიდმეტე უბანზე, ჩვენს ხელთ არსებული ოქმის თანახმად, მოვიდა 6-ით მეტი ბიულეტენი ეს უბანი არის გასაუქმებელი, მაგრამ ამ დილით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე იგივე ოქმის გადამოწმებისას ჩვენ ვნახეთ შეცვლილი ოქმი. ჩვენ ვითხოვთ ბათილობას შემაჯამებელი ოქმების, ჩვენ დღეს პრესკონფერენციაზე ვაჩვენეთ - ადამიანი, რომელიც თბილისში აძლევს ხმას, მერე ჩადის და ქობულეთშიც აძლევს ხმას. ერთი ადამიანი მთაწმინდაზე აძლევს ხმას, მერე მიდის და ვაკეში აძლევს ხმას. ასეთი ტოტალური გაყალბება მე ჯერ არ მახსოვს, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ საქართველოშიც. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ეს ნამდვილად არ შერჩება, - ამბობს თამარ კორძაია.

ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო, 1 ნოემბრის 11:00 საათის მონაცემები კი აქ. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი