ყველა, ვინც ბიძინას არჩევნებს "გაუპრავებს" პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში, "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, Facebook-ზე წერს, რომ მთავარია, აქციებზე ხალხი არ დაიღალოს, რადგან "ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს". 

"მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები. რატომ არის ეს აუცილებელი ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის. ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან. სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს.

ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ 1 ნოემბერს აქცია გამართა. მომდევნო აქცია 8 ნოემბერს, 15:00 საათზე კვლავ პარლამენტთანაა დაგეგმილი. 

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი