"ცესკოს" თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ამბობს, რომ "ცესკოსთან" მიმდინარე აქციის მიზანი შეხვედრის ჩაშლა და აქტივისტების მიზანი "ცესკოს" ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლაა.
"ამ ინფორმაციის მოწოდების ხელის შეშლის მცდელობაა გარეთ და დიდ ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისთვის", - უთხრა თამარ ჟვანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
დღესვე, ცესკოს თავმდჯმორემ, თქვა რომ საარჩევნო ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსი ტექნიკური და მექანიკური შეცდომების შედეგია. ამასთან, არჩევნების შედეგები ჯერ საბოლოო და ოფიციალური არ არის, რადგან შედეგების შეყვანა და დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს.
"ეს არის პირველადი, არაოფიციალური, წინასწარი მონაცემები, რომლებიც, განხილვისა და შესწორებების შემდგომ, რა თქმა უნდა, შეიცვლება და ჩვენ საბოლოო მონაცემებს ავსახავთ", - ამბობს თამარ ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქტივისტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შენობასთან რკინის ჯებირი დახვდათ აღმართული, რომელსაც ქვებს ურტყამდნენ, რათა ხმა თამარ ჟვანიასთვის ხმა მიეწვდინათ.
გუშინ, 2 ნოემბერს, თამარ ჟვანიამ თქვა, რომ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა.
"ცესკოს" გაყალბებული ოქმები (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.