"ცესკოს" თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ამბობს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შედეგების შეყვანა და დამუშავება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ მონაცემები საბოლოო და ოფიციალური არ არის.
შეცდომებთან დაკავშირებით კი, თამარ ჟვანია ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ტექნიკური და მექანიკური შეცდომები ყველა არჩევნებზე ხდება. ამასთან, ზოგიერთი ოქმი, შეიძლება, არასწორადაც იყოს შევსებული, მაგრამ ისინი გადაიხედება.
"შეცდომები არ არის, რა თქმა უნდა, ახალი და ეს არ ხდება პირველად არჩევნებზე. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მექანიკური შეცდომა. არის ხოლმე, როცა არასწორად ივსება ოქმი. მაგრამ დღეს რაც ხდება, კამპანიური ხასიათის, მედიით და სოციალური ქსელით დატრიალებული ოქმები, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბებულია, ძალიან არასწორი ხასიათი აქვს ამას"
თამარ ჟვანია ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა.
"თამარ ჟვანია ისეთ შემთხვევაში მიიღებს იმ გადაწყვეტლებას, რომელზეც ეხლა თქვენ საუბრობთ, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, აკურატულად გადმოცემული"
აქვე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ "ცესკო" განიხილავს შემოსულ საჩივრებსაც და სათანადო რეაგირებას მოახდენს.
ინტერვიუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თამარ ჟვანიამ რუსთავი 2-ს მისცა. ხოლო ცესკოში არჩვნების ღამეს მისულ ნიკა გვრამიას, ცესკოს თავმჯდომარემ უარი უთხრა და თქვა, რომ მთავარი არხის დირექტორს, შეუძლია ბრიფინგს დაელოდოს.
შეაგახსენბთ, ოპოზიცია საარჩევნო შედეგბს აპროტესტებს და მანდატებზე ისინი უარს ამბობენ.
ეს პარტიები არიან: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".
აღსანიშნავია, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო და არა 48 როგორც ამას ცესკო ამბობს.
აქვე შეგახსენბთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს ოპოზიცია გეგმავს მასშტაბურ აქციას, სადაც კიდევ ერთხელ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.