პასუხისმგებლობა გიორგი რურუას უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება - ევროპარლამენტარი ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროაპარლამენტარი, ანა ფოტიგა გიორგი რურუაზე თავდასხმის გამო სრულიად გაოგნებულია, ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა. 

"სრულიად შოკირებული ვარ გიორგი რურუაზე ბრუტალური თავდასხმისა და ცემის გამო ციხეში. სრული პასუხისმგებლობა მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებ, ჯოზეფ ბორელს და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ეს საკითხი წინ წამოწიოთ. ევრო დიპლომატებმა უნდა მოინახულონ რურუა და შეაფასონ სიტუაცია"- წერს ანა ფოტიგა.

ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი, რომელსაც ანა ფოტიგა მიმართავს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება. 

თავად გიორგი რურუას Facebook-ზე , თავდასხიდან მეორე დღეს, სტატუსი ქვეყნდება მისის სახელით, სადაც წერს, რომ მასზე თავდასხმაში პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. 

რურუას ავოკატის მსგავსად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც ფიქრობს, რომ  თავდასხმა პოლიტიკური დაკვეთა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი