სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის პრეზიდენტმა "ცესკოს" მადლობა გადაუხადა. თამარ ჟვანია და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს დღეს შეხვდენენ.
"პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლას მიუღებლად მიიჩნევს.
"დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე - საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია", - წერია განცხადებაში.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველად შეფასებებზეც ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების თქმით, "ცესკო" დამკვირვებლებს დასცინის და მათზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც, ისაუბრა და "ცესკოს" დამკვირვებლებისთვის ეთიკური, ზეწოლისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნისკენ მოუწოდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს შედეგების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს და მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. თბილისსა და ბათუმში აქციები იმართება. აქციაა გაიმართა დღეს ცესკოს შენობასთანაც. მოქალაქეები წართმეულ საარჩევნო ხმებზე საუბრობენ.