ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. სუს-ში არ აკონკრეტებენ რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი უწყებაში, თუმცა სავარაუდოდ მისი გამოკითხვა მისივე განცხადებებს უკავშირდება.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".
არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.