სუს-ის მორიგ გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალებაზე და ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელმაც ამ "გადატრიალების გეგმის" ავტორებად მესამე პრეზიდენტი და გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა, ენმ-ს წევრ და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება:
კაცი თავის მკერდით იცავდა საქართველოს და ეს გიჟი, არაფრის მაქნისი, გავრილოვი რომ ჩამოათრია, ის კაცი აბრალებს გენერალ ჭანკოტაძეს, რომ თურმე სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ამისთვისაც უნდა გამოხვიდეთ კვირას სამ საათზე - ამბობს ხაბეიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, ერომ ირაკლი კოიბახიძე დღეს სუს-მა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მიერვე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაკლითხვაზე დაიბარა. კობახიძე არცევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".
კობახიძემ ლილუაშვილის უწყებას დღეს ის პირები დაუსახელა, ვინც მისი აზრით, გადატრიალების გეგმის უკან დგანან. კობახიძე ამბობს, რომ ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი.
არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.