გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სუს-ში თავის ფეხით მივიდა და ის იქ არავის დაუბარებია. ჭანკოტაძე დღეს კობაიხიძის მხრიდან, მისი მისამართით წამოყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე "პროვოკაციის აგორებას" აპირებს
"მინდა ვურჩიო კობახიძეს, სჯობია ჩვენება მისცეს რომ მთელ საქართველოშ დაახლოებით 80 ათასი ხმა არის ბათილად ცნობილი, ამაზე გააკეთოს ახსნა-განმარტება" - ამბობს დევი ჭანკოტაძე.
კობახიძის ბრალდებების ადრესატების თქმით, ის სია, რომელიც "ოცნების" წევრმა დღეს სუს-ის გამომძიებლებს გადასც,ა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების, რომელმაც ენმ-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს და არჩევნებს ცესკოს- ნებართვის, დამკვირვებლების სტატუსით აკვირდებოდნენ.
"მე არჩევნების წინ გამოვედი და ვთქვი, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც გავლილი აქვთ რეგისტრაცია ცესკოში, იყვნენ განაწილებული სხვადსხვა უბნებზე, იყვნენ არჩევნებზე და არცერთი ფაქტი კობახიძეს არ აქვს, რომ ვითომ რაღაც ძალადობაში იყვნენ ჩართულები," - ამბობს დევი ჭანკოტაძე.
კობახიძეს დიმიტრი შაშკინიც პასუხობს, რომელიც ერთერთია "გადატრიალების საქმეში" დასახელებული პირებიდან:
ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი და ეძებდა ჩეჩნების ბანაკებს, მეორე მინისტრი საბურავებს. სიები, რომელიც კობახიძემ გადასცა სუს-ს, არის ტაქსისტთა ასოციაციის წევრების სიები, რომელმაც გამოუცხადა ენმ-ს მხარდაჭერა. თუ დამკვირვებელი საქართველოში არის კრიმინალი, მაშინ კობახიძემ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. როგორც ჩანს, არა მარტო ბოროტი კლოუნია, იურისპუდენციის აზრზეც არ არის - ამბობს დიმა შაშკინი.
ირაკლი კობახიძე დღეს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა.
კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ის ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".
არჩევნებიდან მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.