გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე გადაცემაში "დღის სტუმარი" გამოეხმაურა დავით მათიკაშვილის განცხადებას, რომ "ოცნება" პარლამენტში მარტო არ იქნება. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პოლიტიკური მარცხის გადასაფარად, შესაძლოა ოპოზიციის გადაბირება სცადოს ან, თვითონ, "ქართული ოცნება" გაიყოს.
"ყველანაირად შეეცდებიან გადაფარონ თავიანთი საშინელი პოლიტიკური მარცხი, შესაძლოა ამისთვის ოპოზიციიდან რაღაცა სცადონ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ოპოზიცია ერთიანია, ახლა თავს არავინ არ მოიხერხავს რომ ორი დღით იქ პარლამენტში დარჩეს, თუ გინდათ ერთი თვით. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მათ შიგნით შექმნან ოპოზიცია ან შესაძლოა გამოეყოს ვინმე მაგალითად ბატონი მათიკაშვილი და იყვნენ ორი. ..."ქართული ოცნება" ახლა იქცევა როგორც პირველი თქაობის ბოლშევიკი, არავინ არ უნდათ, ასე იქცეოდნენ პარლამენტშიც, ერთი სული ჰქონდათ როდის გავიდოდა ის ხუთი წუთი, როცა ოპოზიციიდან ვინმე საუბროდბდა, ეს მენტალობა მათ უკვე ჰქონდათ .. ასეთ უკიდეგანო ძალადობას აუცილებლად მოყვება ის, რომ როგორც პარტია, ისინი აღიგვებიან და როგორც ადამიანები იცოცხლებენ, მაგრამ პატივისცემა მათი არავის არ ექნება. "- თქვა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძემ გადაცემაშივე, ივანე ბურდულს, ცესკოს ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც დღეს თანამდებობა დატოვა, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არ გამორიცხავს "ოცნებამ" ბურდულის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები წამოიწყოს, რადგან ცესკოს სხვა თანამშრომლებისთვის ივანე ბურდულის გადაწყვეტილბა არ იყოს მისაბაძი. ნატო ჩხეიძემ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, ისევე დაიცვან ბურდული, როგორც თავიანთი ხმები.
"მე იმედი მაქვს, რომ ივანე ბურდულის მსგავსად მოიქცევიან ნელ-ნელა ცესკოს სხვა წევრებიც, რადგან იმ დანაშაულში ასე აშკარა ჩართვა, რაც ნელ-ნელა გამჟღავნდება და ეს არჩევნები ჩაითვლება გაყალბებულად, ცხადია ადამიანებს აღარ უნდათ მონაწილე იყვნენ ამ დანაშაულისა."- ამბობს ენმ-ს ლიდერი, ნატო ჩხეიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ნოემბერს "ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა, თქვა რომ პარლამენტში მართველი პარტია მარტო არ დარჩება.
ოპოზიციის წარმომადგენლებმაკი, 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ცნობისთვის, ივანე ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.