ხვალ ხალხმა კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვებიც უნდა გააპროტესტოს - იაგო ხვიჩია

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხალხმა ხვალ, 8 ნოემბერს მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვებიც უნდა გააპროტესტოს და მათ არ დაემორჩილოს. ამის შესახებ მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"ხვალ ხალხი კორონა შეზღუდვების გასაპროტესტებლადაც უნდა გამოვიდეს. ამისთვის მედიამ და ოპოზიციამ, კორონასთან ბრძოლაზე პოზიცია უნდა შეცვალონ. არ დაემორჩილონ ახალ შემოღებულ შეზღუდვებს, ასევე სასწრაფოდ მოითხოვონ, ყველა შეზღუდვის და საზღვრების გახსნა", - წერს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 ნოემბერს მთავრობამ ახალი შეზღუდევბი დააწესა. 9 ნოემბრიდან საქართველს 7 დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 5 საათამდე ქვეითთა და ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება. ამავე ქალაქებში კერძო და მუნიციპალური ბაღები მუშაობას შეაჩერებენ.

7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი