სამართალდამცველები იმ დამკვირვებლის მანქანას ჩხრეკენ, რომელიც არჩევნებს დღეს იმ უბანზე მუშაობდა, სადაც თედო გობეჯიშვილი. მანაქანა ოპოზიციის ერთ ერთ დამკვირვებელს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს, გობეჯიშვილის ახლობელია.

ავტომანქანა სავარაუდოდ აკაკი ხუსკივაძეს ეკუთვნის და პოლიციას სწორედ მისი და მასთან ერთად მყოფი პირის, პეტრე წურწუმიას მობილური ტელეფონების ამოღება უნდათ.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, თუმცა იქამდე ვიდრე გაირკვევა რა გახდა, ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, მმართველი გუნდი ბრალდებებს ოპოზიციას უყენებს და ამბობს, რომ საოლქოს თავმჯდომარე ენმ-ს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია.

"ოცნებას" დღეს ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი