საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება - ზურაბიშვილი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს Twitter-ზე. 

"ვულოცავ ჯო ბაიდენს! საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობასა და ჩვენ ორ ერს შორის კავშირის გამყარებასა და გაღრმავებას", - წერს ზურაბიშვილი. 

 აქვე, ჯო ბაიდენს გამარჯვება გიორგი გახარიამ და დავით ზალკალიანმაც მიულოცეს. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი