გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან ბრალდებები არის მცდელობა იმისა, რომ დააშინოს ხალხი და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს. ჭანკოტაძე ამბობს, რომ ურეკავნ მისი ოჯახის წვრებს, ახლობლებს და აფრთხილებენ:
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ერთი მხრიდან კობახიძე და მაგისი ბანდა ცდილობენ ჩვენი ხალხი, ქართველი ხალხი დააშინონ. იქამდე მივიდნენ, რომ ცოლის ნათესავებს ურეკავენ, ჩემ ახლობლებს ურეკავენ, დევი ფრთხილად იყოს, ბიჭები ფრთხილად იყვნენ.
მიდის მასიური დაშინება ჩვენი ხალხის. მთავარი რაც არის, რომ კობახიძემ თავის, თამარ ჟვანიის ბანდით მოიპარა ხმები. მოატყუილა და გააგდო ჩვენი ხალხი. ერთი მხრიდან ცდილობს ხალხის დაშინებას და მეორე მხრიდან ცდილობს ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე, - ამბობს დევი ჭანკოტაძე
დევი ჭანკოტაძის თქმითვე, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩენვები, რომელსაც ჩაატარეს ცესკოს ახალი ადმინისტრაცია. ჭანკოტაძე ამბობს,რომ "ჩვენ არ გვინდა თამარ ჟვანიის ბანდის ჩატარებული არჩევნვები".
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. დღევანდელ აქციას რუსთაველის გამზირზე ხალხი შიდა ქართლიდან, მარნეულიდან და იმერეთიდანაც უერთხდებიან. აქცია ასევე გაიმართება ბათუმშიც.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს ირაკლი კობახიძე სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.