ამ რობოკოპების მშობლებიც გვიყურებენ ახლა და ვგრძნობ, რომ ამაყნი ვერ არიან - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან უკვე მივიდნენ რუსთაველის გამზირიდან დაძრული აქციის მონაწილეები და პოლიტიკური ლიდერები. 

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ერეთერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებთან ერთად პოლიციელებს მიმართავს.

ამ რობოკოპების მშობლები და ახლობლებიც გვიყურებენ ახლა და მე ვგრძნობ, რომ ამაყნი ვერ არიან.  ესენი არ არიან სპეცრაზმელები, ესენი არიან ოლიგარქის რეჟიმის მსახურები და ნებისმიერი ნასროლი რეზინის ტყვია, ჭავლი თუ სხვა რამ იქნება რეჟიმისთვის ძირს დანარცხების საწინდარი. ამაყი, წელგამართული ერი არ უშინდება რობოკოპებს. ჩვენ ვიბრძვით იმ ნების აღსრულებისთვის, რაც არ აღასრულდა და ეს არის ხალხის ნება და ბრძოლა იქნება ბოლომდე. 

ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:

არ გამოვა, ასე, ივანიშვილო! ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ? გვპარავ! ჩვენს ხმას გვპარავ და ურნაში აგდებ და მერე რობოკოპები გამოგყავს. უზურპატორი ხარმ, ივანიშვილო, წახვალ! და თუ არ წახვალ, გაგიშვებთ, - მიმართა ნიკა მელიამ აქციიდან ბიძინა ივანიშვილს. 

წყლის ჭავლის გამოყენების უკანონობის შესახებ პოზიცია გამოხატეს  მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა"Human Rights Watch"-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებულმა დირექტორმა გიორგი გოგიამ''სამართლიანმა არჩევნებმა''ხოლო სახალხო, დამცველი ნინო ლომჯარია აქციაზე მივიდა

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი