"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღონ COVID-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
"აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წუხანდელ მოვლენებს NGO-ები უკვე გამოეხმაურნენ, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ISFED, საია , EMC . მათი აზრით, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გაუფრთხილებლად გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კონსიტიტუციური უფლების დარღვევაა.