როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება - მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა, ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, კომენდანტის საათი არავის გამოუცხადებია, ახლა კი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საზოგადოების თავისუფლებას და გამოხატვის უფლებას ზღუდავს. 

"გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებას შეგიწყვეტთ, თუ არ შემოხვალთ ამ გაყალბებულ არჩევნებშიო. გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, ათას რეგულაციას დაგიწესებთ, სამუშაოებს წაგართმევთ, გავყინავ ეკონომიკას, ოღონდ მე დავრჩე ძალაუფლებაშიო, ოღნდ მე ვიყო ხელისუფლებაშიო 2030 წლამდე", - ამბობს უგულავა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ამაღამ რუსთაველის გამზირზე დარჩებიან და დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილაბიან.

მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, იმიტომ რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას - ამბობს უგულავა

უგუკავა ამბობს, რომ  ოპოზიციური პარტიები საერთო სარჩელზე დაიწყებენ მუშაობას და ამ პერიოდში გამოწერილ ჯარიმებზე საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებენ.

ცნობისთვის, ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაგრძელებას დღეს 22:00 საათის შემდეგაც აპირებს. აქციაზე რჩებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა მოსახლეობას ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

22:00 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს.

არ გემორჩილებით! - მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. 

შს მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ""სამართლიანმა არჩევნებმა"

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი