დიდუბის 27-ე უბანზე 30 ბიულეტენი ფაქტობრივად ნაგავში გადაყრილი იპოვეს - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დიდუბის 27-ე უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 30 ხმა დააკლეს. მისი თქმით, ბიულეტენები ფაქტობრივად "ნაგავში გადადგებული ოპოვეს".

"სასამართლომ საია-ს საჩივარი დააკმაყოფილა და დიდუბის 27-ე უბნის გადათვლა დაავალა საოლქოს. გაგიკვირდებათ, და “მოქალაქის” 30 ბიულეტენი იპოვეს ფაქტობრივად ნაგავში გადაგდებული. შედეგების ოქმში ეწერა 2 ხმა, არადა 32 ხმა ჰქონდა აღებული “მოქალაქეს” ამ უბანზე!" - წერს ალეკო ელისაშვილი. 

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზე განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომისიებმა 1 941 საჩივრიდან 1 027 არ განიხილეს. ამის მიზეზად ისინი პროცედურების დარღვევასა და სამართლებრივ შეუსაბამობას ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ცესკოს მიერ გამოცხადებულ რჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვენ. ცესკოს შენობასთან არჩევნების გასაპროტესტებლად მისული მშვიდობიანი მოქალაქეები პოლიციამ, გაუფრთხილებლად ყლის ჭავლით დაარბია.

უბნების გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, ოპოზიციის გარდა, ითხოვდა არასამთავრობო სექტორიც. საზოგადოების შეფასება, რომ არჩევნები გაყალბდა იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი