კაკოს ნაცნობობაც კი არ აკავშირებს ზაალიშვილთან - აკაკი კობალაძის ცოლი ბრალდების "ოქროს მოწმეზე"

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო კომისიის აწ გარდაცვლილი თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის საქმეზე საუბრისას აკაკი კობალაძის ცოლი სოფო სოსელია "მთავარი არხის" ეთერში, ეკა კვესიაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" ამბობს, რომ მისი მეუღლის დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო მისთვის:

კაკოს დაკავება საერთოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის და მით უმეტეს, თედოს გარდაცვალებასთან მისი დაკავშირება, საერთოდ თავზარდამცემი. თავდაპირველად მეგონა, პოლიციაში კაკო იმიტომ დაიბარეს, რომ თედო ბოლოს ჩვენთან იყო სტუმრად: კაკო და თედო დიდი ხნის მეგობრები არიან, ამას გარდა, კაკოც და აკაკი ხუსკივაძეც თედოს ბავშვის ნათლიები არიან. - თქვა მან ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი".

სოფო სოსელიამ ზაალიშვილიც გაიხსენა, რომელიც საოლქო კომისიაში მუშაობს და ვისი ჩვენების საფუძველზეც დააკავეს აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ. სწორედ ზაალიშვილია ბრალდების ის "ოქროს მოწმე", რომელიც ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე თედო გობეჯიშვილზე ზეწოლას ახსენდნენ, რათა მას თანამდებობა დემონსტრაციულად დაეტოვებინა.

მე ვუსმენდი "იმედზე" ზაალიშვილს, როცა წამყვანმა ჰკითხა, ალბათ, თქვენც ძალიან მძიმე დღეში ხართ, რადგან კობალაძე და ხუსკივაძეც თქვენი მეგობრები იყვნენო, რაზეც ზაალიშვილმა უპასუხა, დიახ, კობალაძე ჩემი მეგობარიაო, არადა, კაკოს მასთან ნაცნონობაც კი არ აკავშირებს, - აღნიშნა სოფო სოსელიამ. 

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" გობეჯიშვილზე ზეწოლაში ოპონენტები დაადანაშაულა. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა შსს-მაც.

აქვე გეტყვით, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან "მთავარ არხს" აკაკი კობალაძემ წერილი გამოუგზავნა - ის ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრად მიიჩნევს თავს და მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა არ აპატია ღია ეთერში საუბარი "ოცნების" საარჩევნო სისტემასა და გაყალბებაზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი