"პირდაპირი გაგებით, კრიმინალებს და ძველ ბიჭებს ჩაატარებინეს არჩევნები" - პროტესტი ბათუმში

გამოქვეყნდა:

აქცია იმართება ბათუში საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ.  ცესკოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგერნლები და მხარდამჭერები იმყოფებიან, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. 

"პირდაპირი გაგებით, კრიმინალებს და ძველ ბიჭებს ჩაატარებინეს არჩევნები.  პოლიცია უმოქმედო იყო და ახლა ხმების ქურდი, ოლქის თავმჯდომარე რომ ქვია, ციალა შავაძე, წერს ოქმს და უნდა  გამოგვიცხადოს ბათუმში, რომ არჩევნები შედგა  და მათავარი რა არის, ამ შედეგებით, რასაც ციალა შავაძე წერს, სამმა პარტიამ გადალახა ბარიერი  ;"ქართულმა ოცნებამ," "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ბათილმა ბიულეტენებმა. ანუ მესამე ადგილზე გავიდა ის ბიულეტენების რაოდენობა, რომელიც არის ბათილი. ამის შემდეგ ვინ დაიჯერებს, ამ ქვეყანაში, რომ არჩევნები ჩატარდა" - თქვა აქციის მონაწილემ

საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ბოლო დღეა. მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიებში ოპოზიციის თითქმის ყველა საჩივარი უგულებელყოფილია და საჩივრების განხილვაზე უარი თქვა სასამართლომაც, ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბა, მიოქალაქეები გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. საოლქო კომისიის სხდომებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

ასევე, შემაჯამებელი ოქმების დათვლა,  ხმაურის ფონზე მიმდინარეობს :

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი