პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, ხვალ სოჭში შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 12 ნოემბერს, ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ლიდერები საგარეო პოლიტიკასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ.  

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი სავაჭრო, ეკონომიკურ, პერსპექტივებსაც განიხილავენ. საუბარი იქნება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზეც. 

ცნობისთვის, სამოკავშირეო ხელშეკრულებით, რუსეთი საკუთარ თავზე იღებს აფხაზეთის ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, კოორდინაციას გაუწევს აფხაზეთის საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. ამასთან, ხელშეკრულება მხარეებს საერთო სამხედრო ნაწილის შექმნასაც ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის დიალოგი ბოლოს 10 ოქტომბერს შედგა. ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამჟამად, კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ყარაბაღის რეგიონს უკავშირდება. მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

9 ნოემბერს კი, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი მოაწერა.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო ძალები" შედიან. 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი