ღია და სამართლიანი არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის - აშშ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე მოგზაურობის დეტალებთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ღია და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ჩვენ გვინდა საქართველოს დავეხმაროთ ევრო ატლანტიკური ურთიერთობის გაღრმავებაში. აღსანიშნავია, რომ  საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს ჩატარდება და რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, ღია და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და საქართველოს მოსახლეობა პროცესების ამგვარ წარმართვაში აქტიურადაა ჩართული", - აღინიშნა ბრიფინგზე.

ოფიციალურმა პირებმა, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა და დაგემს რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.ვიზიტის პერიოდში პომპეო პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. ოპოზიცია ვიზიტის დროს განსხვავებული ფორმატის აქციის ჩატარებას გეგმავს.

ამერიკული გამოცემა, Washington Examiner წერს, რომ მაიკ პომპეომ საქართველოს ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს. მათივე თქმით, მთავარი საწუხარი გახარიას უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი