ოპოზიციურ ლიდერები "ლელოს" ოფისში  იმ სამოქმედო გეგმაზე სამჯსელოდ შეიკრიბნენ, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს , ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღეს ძირითადად საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ.

აქვე, ოპოზიციონერი ლიდერების ამბობენ, რომ პერფორმანსის სახით გააგონებენ ხმას მაიკ პომპეოს 17-18 ნოემბერს, როდესაც ის თბილისში ჩამოვა. "ეს იქნება არატრადიციული აქცია,  არა სიტყვით გამოსვლები და მიმართვები  - ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი აქცია" - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

ევროპოული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კი, მოუწოდა მოქალაქეებს, რომ თუ მათ სურთ მსოფლიოს ხმა გააგონონ, გაყალბების შესახებ, იმის მიუხედავად ვინ იდგება მათ გვერდით - ამ არატარადიციულ აქციაზე ყველა უნდა გამოვიდეს. 

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, ხელისუფლება კი "ხელახალ არჩევნებს ან რაიმე მსგავსს არ განიხილავს" - ამას გამოეხმაურნენ "ლელოსთან" შეკრებილი პოლიტიკოსები.

"ჯერ გამოვიდა ბატონი კალაძე და თქვა , რომ არავითარი ხელახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარქტიკულად მოლაპარაკებები დასრულებულია, მაგრამ ამავედროს მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებების კარი ღიაა და არსებობს შანსი პოზიციების დაახლოების, რომელია აქედან ხელისუფლების პოზიცია, ძალიან ვთხოვთ, გაგვარკვიონ, რომ ჩვენც ვიცოდეთ," - თქვა ზაალ უდუმაშვილმა 

ოპოზიცია კვლავ  აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომლის ორი რაუნდი უკვე გაიმართა, ისინი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდებიან, მხოლოდ იმ მიზნით რომ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები

"ჩვენ ველოდებით "ქართული ოცნებისგან" გარკვეულ ადეკვატურ შემოთავაზებებს ,აი ამ პროცესთან, ამ საკითხებთან დაკავშირებთ, " -თქვა "სტრატეგია აღმაშნებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ

შეგახსენებთ, ბათუმში ოპოზიცია კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვის ემზადებია, რომელიც დღეს,5 საათზე გაიმართება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი